пятница, 11 ноября 2011 г.

1.პროექტის სახელწოდება;ერეკლე მეორე
2.პროექტის მთავარი იდეა:მოსწავლეს წარმოდგენა აქვს საქართველოს მეფეებზე:თამარ მეფეზე,ერეკლე მეორეზე.მათ შევთავაზებ ამ მეფეებიდან ამოირჩიონ ერთ–ერთი.მეფე რომელზეც მოაგროვებენ ინფორმაციას და გააკეთებენ ინსცენირებას.შემოსული თანხით დავეხმაროთ იავნანას ფონდს.
3.პროექტის აქტუალობა:ბავშვების გადაწყვეტილებით ავარჩევთ ერეკლე მეორეს.გავყობთ მოსწავლეებს სამ ჯგუფად.პირველი ჯგუფი მოიძიებს ინტერნეტში ინფორმაციას.მეორე ჯგუფი მოიძიებს მასალას ი.გოგებაშვილის–საგანძურში.მესამე ჯგუფი მოიძიებს ხალხურ გამონათქვამებს.მოხდება მოპოვებული მასალის შეჯამება და სცენარის დაწერა.ბავშვები თვითონ ინაწილებენ როლებს და თვითონვე ქმნიან კოსტუმებს.
4.პროექტის მიზნები:ბავშვებმა დადგან პატარა ინსცენირება,ჩაატარონ სკოლაში.გაყიდული ბილეთებიდან შემოსული თანხა გადარიცხონ იავნანას ფონდში.
5.მონაწილეთა ასაკი:9–10 წელი.
6.ვადები/ხანგრძლივობა::ორი კვირა.
7.მოსალოდნელი შედეგები:პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას:მოსწავლე ადეკვატურად აღიქვამს სხვადასხვა სახის ტექსტს და გადმოსცემს მათ შინაარს.მოსწავლე გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას მხატვრული ნაწარმოების მიმართ.მოსწავლე უსადაგებს სამეტყველო ქცევას დასახულ საკომუნიკაციო ამოცანებს.
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:კომპიუტერი,სახელმძღვანელო.
9.:პროექტის მსვლელობა:პროექტის მიზნის გაცნობა.სამუშაოს გადანაწილება.სცენარის დამუშავება.სპექტაკლისათვის მზადება.
10.საგნებთან ან საგნობრივ ჯგუფებთან/ესგ კავშირიქართული,ისტორია,ხელოვნება.:
11.პროექტის ხელმძღვანელი:ნინო დანელია.
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:n.danelia22@gmail.com.
13.პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი.ndanelia.blogspot.com