понедельник, 19 ноября 2018 г.

საწრეო მუშაობა

წრის დასახელება:  ,,ენა დედაა ერისა"

მასწავლებელი: ნინო დანელია

სკოლა: ზანათის საჯარო სკოლა

სამიზნე ჯგუფი: III კლასი

საწრეო მუშაობის მიზანი: შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარება; სხვადასხვა მასალის მოძიების შედეგად გამოიმუშავებენ კვლევა-ძიების უნარს, გამოუმუშავდებათ ურთიერთ თანამშრომლობის უნარი. გაღრმავებულად შეისწავლიან გრამატიკის საკითხებს, შეძლებენ უცნობი ტექსტის გააზრებას.
პროგრამა: საწრეო მუშაობა წარიმართება მრავალფეროვანი აქტივობების გამოყენებით. მოსწავლეებთან ყოველი შეხვედრა იქნება სახალისო ღონისძიებებით დატვირთული. შესაბამისად წრეზე მუშაობა მოსწავლეებს ჩამოუყალიბებსმხატვრული ლიტერატურის, გააზრებული კითხვის, მსჯელობის უნარ-ჩვევებს. ნაწერში დაიცავენ გრამატიკის, ორთოგრაფიისა და პუნქტუაციის წესებს. მოსწავლე შეძლებს სტანდარტით გათვალისწინებული შედეგების დაუფლებას.
1. საწრეო მუშაობის მიზნის გაცნობა. 05.10.2018
2. სასურველი ლექსების წაკითხვა და შესწავლა. 18.10.2018
3. წინადადების რაობა, შინაარსის მიხედვით წინადადების სწორად წაკითხვა. 26.10.2018
4. სიტყვის დამარცვლა და გადატანის წესები. 09.11.2018
5. არსებითი სახელი. 19.11.2018
6. ნაცვალსახელი. 30.11.2018
7. სასვენი ნიშნები. 05.12.2018
8. უცნობი ტექსტის წაკითხვა და გააზრება. 17.12.2018
9. შემაჯამებელი მუშაობა და წიგნის შექმნა ,,შემოდგომის სიმფონია" 27.12. 2018

2018 წლის ოქტომბრის თვეში შედგა წრის 3 მეცადიენობა შემდეგ საკითხებზე;
1. საწრეო მუშაობის მიზნების გაცნობა
2. სასურველი ლექსების წაკითხვა და შესწავლა
3. წინადადების რაობა, შინაარსის მიხედვით წინადადების სწორად წაკითხვა.

მოსწავლეებს გავაცანი წრის მუშაობის მიზნები, მათ შეისწავლეს მათთვის საინტერესო ლექსები და წაიკითხეს მხატვრულად. შეისწავლეს წინადადების წაკითხვა ინტონაციით.




2018 წლის ნოემბრის თვეში ჩატარდა წრის 3 მეცადინეობა შემდეგ საკითხებზე:
1. არსებითი სახელი
2. ნაცვალსახელი
3. სიტყვის დამარცვლა და გადატანის წესები.
მათ შეისწავლეს არსებითი სახელის რაობა, შეადგინეს წინადადებები, გამოყვეს არსებითი სახელი და ნაცვალსახელი, იმუშავეს სიტყვის დამარცვლისა და გადატანის წესებზე.



დეკემბრის თვეში წრის ბოლო შემაჯამებელ მუშაობაზე მოსწავლეებმა იმუშავეს წიგნის შექმნაზე ,,შემოდგომის სიმფონია" მოიძიეს ხუთი-ექვსი ლექსი, ჩაწერეს რვეულში და გააფორმეს შემოდგომის ფოთლებით. მეცადინეობა ხალისიანად ჩატარდა.


რეფლექსია:

2017-18 სასწავლო წელს შეიქმნა ქართული ენის წრე ,,ენა დედაა ერისა" მასში გაერთიანებულია III კლასის მოსწავლეები. საწრეო მუშაობის მიზანია შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარება, სხვადასხვა მასალის მოძიების შედეგად გამოიმუშავებენ კვლევა-ძიების უნარს. გრამატიკის საკითხების შესწავლა ხელს შეუწყობს სწორად წერასა და სწორ მეტყველებას.
მუშაობის პერიოდში ვახალისებდი მოსწავლეების წარმატებას და ვუხსნიდი თითოეული შეცდომის მიზეზს.
საწრეო მუშაობამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა დაინტერესებას და გააქტიურებას.
ტექსტის გააზრებასთან დაკავშირებით მოსწავლეებს სჭირდებათ მეტი მუშაობა, ამიტომ  მიზნად დავისახე, მეორე სემესტრში მუშაობა გავაგრძელოთ ამ საკითხზე.

II სემესტრი


წრის დასახელება:  ,,ენა დედაა ერისა"

მასწავლებელი: ნინო დანელია

სკოლა: ზანათის საჯარო სკოლა

სამიზნე ჯგუფი: III კლასი



საწრეო მუშაობის მიზანი: შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარება; სხვადასხვა მასალის მოძიების შედეგად გამოიმუშავებენ კვლევა-ძიების უნარს, გამოუმუშავდებათ ურთიერთ თანამშრომლობის უნარი. გაღრმავებულად შეისწავლიან გრამატიკის საკითხებს, შეძლებენ უცნობი ტექსტის გააზრებას.

მე-2 სემესტრის სამუშაო პროგრამა 01.02.2019
საწრეო მუშაობა წარიმართება მრავალფეროვანი აქტივობების გამოყენებით. მოსწავლეებთან ყოველი შეხვედრა იქნება სახალისო ღონისძიებებით დატვირთული. შესაბამისად წრეზე მუშაობა მოსწავლეებს ჩამოუყალიბებსმხატვრული ლიტერატურის, გააზრებული კითხვის, მსჯელობის უნარ-ჩვევებს. ნაწერში დაიცავენ გრამატიკის, ორთოგრაფიისა და პუნქტუაციის წესებს. მოსწავლე შეძლებს სტანდარტით გათვალისწინებული შედეგების დაუფლებას.
1) საწრეო მუშაობის მიზნის გაცნობა 15.02.2019
2) ლექსების მხატვრულად წაკითხვა 27.02.2019
3) სასვენი ნიშნები 04.03.2019
4) ზმნა, ზმნის რაობა 18.03.2019
5) გაზაფხულის თემაზე ლექსების წაკითხვა და ილუსტრაციების შექმნა 29.03.2018
6) უცნობი ტექსტის წაკითხვა და გააზრება 05.04.2019
7) სასურველი ლექსების ზეპირად დასწავლა 15.04.2019
8) საუკეთესო კალიგრაფიული ნაშრომების გამოფენა 30.04.2019
9) მოკლე ჩანახატის წერა ,,გაზაფხული, წელიწადის ყველაზე ლამაზი დრო" 06.05.2019
10) საქართველოს თემაზე ლექსების დასწავლა 20.05.2019
11) მხატვრული კითხვა 31.05.2019
12) შემაჯამებელი მეცადინეობა - რა ვისწავლეთ. 05.06.2019

თებერვლის თვეში ჩატარდა სამი მეცადინეობა. მოსწავლეებს გავაცანი წრის მუშაობის მიზნები, წაიკითხეს ლექსები მხატვრულად, ვისაუბრეთ სასვენი ნიშნების მნიშვნელობაზე.



მარტის თვეში ჩატარდა წრის მეცადინეობები გრამატიკის საკითხებზე. მოსწავლეებმა შეისწავლეს ზმნის განმარტება. შეუძლიათ წინადადებაში მოძებნონ ზმნა. გაზაფხულის ტემაზე წავიკითხეთ ლექსები და შევქმენით ილუსტრაციები. ვიმუშავეთ უცნობი ტექსტის გააზრებაზე.


აპრილის თვეში ჩატარდა წრის მეცადინეობა. მოსწავლეებმა ზეპირად წაიკითხეს მათთვის სასურველი ლექსები. მოეწყო კალიგრაფიული ნამუშევრების გამოფენა, გაზაფხულის დადგომასთან დაკავშირებით შექმნეს ჩანახატი ,,გაზაფხული წელიწადის ყველაზე ლამაზი დროა".


მაისის თვეში ჩატარდა მეცადინეობა. მოსწავლეებმა წაიკითხეს საქართველოს თემაზე ლექსები, მხატვრული ტექსტები. წრის ბოლო მეცადინეობაზე შევაჯამეთ ნასწავლი მასალა.

რეფლექსია:
2018-19 სასწავლო წლის მეორე სემესტრში შეიქმნა ქართული ენის წრე ,,ენა დედაა ერისა". მასში გაერთიანებულია მე-3 კლასის 12 მოსწავლე. წრის მუშაობის მიზანია შემოქმედებითი უნარების განვითარება, უცნობი ტექსტის წაკითხვა და გააზრება, გრამატიკის საკითხების შესწავლა. მუშაობის პროცესში ვითვალისწინებდი თითოეული მოსწავლის ინტერესს. საწრეო მუშაობამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა დაინტერესებას და გააქტიურებას.

Комментариев нет:

Отправить комментарий