четверг, 3 октября 2019 г.

მათემატიკის წრე


წრის დასახელება: მხიარული რიცხვები
სკოლა: სსიპ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ზანათის საჯარო სკოლა
სამიზნე ჯგუფი: IV კლასის მოსწავლეები (12 მოსწავლე)
სასწავლო წელი: 2019-20 (I სემესტრი)
მიზანი: წრის მუშაობა დაგეგმილია პირველ სემესტრში. მეცადინეობებზე ყურადღება დაეთმობა მათემატიკური მცნებებისა და ტერმინების გამოყენებას, რიცხვების ჩაწერას და წაკითხვას, ამოცანების მოკლედ ჩაწერას და ამოხსნას, ყურადღება დაეთმობა ზეპირ ანგარიშს, გაეცნობიან კლასებს და თანრიგებს, მიღებულ უნარ-ჩვევებს გამოიყენებენ პრაქტიკულ ცხოვრებაში.
გეგმა:
1    1.  საწრეო მუშაობის მიზნის გაცნობა 1/10
2.       ზეპირი ანგარიში 15/10
3.       რიცხვების ჩაწერა და წაკითხვა 30/10
4.       ქვეშმიწერით მაგალითების ამოხსნა 4/11
5.       მუშაობა გამრავლება-გაყოფაზე 18/11
6.       ამოცანების მოკლედ ჩაწერა და ამოხსნა 28/11
7.       ჯერ-მეტი, ჯერ-ნაკლები ტერმინების გამოყენებაზე ვარჯიში 06/12
8.       კლასები და თანრიგები 16/12
9.       შემაჯამებელი შეხვედრა 25/12


2019 წლის ოქტომბრის თვეში ჩატარდა წრის სამი მეცადინეობა. მოსწავლეებს გავაცანი საწრეო მუშაობის მიზნები, ვიმუშავეთ რიცხვების ჩაწერა და წაკითხვაზე ათასის ფარგალში. ჩატარდა ზეპირი ანგარიში.



2019 წლის ნოემბრის თვეში ჩატარებულ მეცადინეობაზე მოსწავლეებმა იმუშავეს ქვეშმიწერით მაგალითების ამოხსნაზე. ეს იყო შეკრება-გამოკლების მაგალითები. შეიხსენეს გამრავლება-გაყოფის ცხრილი, იმუშავეს მაგალითების ამოხსნაზე და ამოცანების მოკლედ ჩაწერა-ამოხსნაზე.

რეფლექსია:
2019-20 სასწავლო წლის პირველ სემესტრში შეიქმნა მათემატიკის წრე სახელწოდებით მხიარული რიცხვები. მასში გაერთიანებულია IV კლასის ყველა მოსწავლე. წრის მუშაობის მიზანია მათემატიკური მცნებებისა და ტერმინების გამოყენება, რიცხვების ჩაწერა და წაკითხვა, ამოცანების ამოხსნაზე ვარჯიში. ყურადღება დაეთმო ზეპირ ანგარიშს, გამრავლება-გაყოფის ცხრილის შეწავლას. მოქმედებებს მრავალნიშნა რიცხვებზე.
მიღებულ უნარ-ჩვევებს მოსწავლეები გამოიყენებენ პრაქტიკულ ცხოვრებაში. წრის მუშაობამ ხელი უნდა შეუწყოს სწრაფი აზროვნების განვითარებას და მოსწავლეთა გააქტიურებას.
დეკემბრის თვეში დაგეგმილია წრის სამი მეცადინეობა. სემესტრის ბოლოს მოხდება მუშაობის შეჯამება.

Комментариев нет:

Отправить комментарий