четверг, 3 октября 2019 г.

ქართული ენის წრე


წრის დასახელება: ,,ვისწავლოთ სწრაფი კითხვა“
სკოლა: სსიპ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ზანათის საჯარო სკოლა
სამიზნე ჯგუფი: IV კლასი (12 მოსწავლე)
მიზანი: მოსწავლეებს განუვითაროს კითხვის უნარ-ჩვევები, შეეძლოთ სხვადასხვა ზომის მხატვრული ტექსტების გააზრებული კითხვა. განუვითაროს ურთიერთთანამშრომლობის უნარი, გაიმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს, ისინი წაიკითხავენ სხვადასხვა ავტორების ნაწარმოებებს-მოეწყობა დისკუსია. იმუშავებენ გრამატიკულ მასალაზე.
გეგმა:
1    1.      საწრეო მუშაობის გეგმის გაცნობა  03/10
2.       საკითხავი წიგნების შერჩევა და ტექსტების კითხვა 17/10
3.       პაუზებისა და ინტონაციების დაცვით წინადადებების გამოთქმაზე ვარჯიში 31/10
4.       მოსწავლეთა მიერ შერჩეული ლექსების მხატვრულად წაკითხვა 06/11
5.       ბრუნვები და ბრუნვის ნიშნების შესწავლა 15/11
6.       საუკეთესო კალეგრაფიული ნაშრმების გამოფენა 29/11
7.       წაკითხულის გააზრება და დასკვნების გამოტანა 05/12
8.       მარტივი მხატვრული ტექსტის შეთხზვა - ჩანახატი 17/12
9.       შესწავლილი საკითხების შეჯამება 26/12

2019 წლის ოქტომბრის თვეში ჩატარდა წრის სამი მეცადინეობა. მოსწავლეებს გავაცანი წრის სამუშაო გეგმა, შევარჩიეთ საკითხავი წიგნები და წავიკითხეთ ტექსტები, ჩატარდა ვარჯიში ინტონაციის დაცვით წინადადებების გამოთქმაზე.



2019 წლის ნოემბრის თვეში დაგეგმილ მეცადინეობაზე მოსწავლეებმა წაიკითხეს სასურველი ლექსები მხატვრულად. შეისწავლეს ბრუნვები და ბრუნვის ნიშნები. იმუშავეს არსებიტი სახელების ბრუნებაზე. მეცადინეობის ბოლოს მოეწყო საუკეთესო კალიგრაფიული ნამუშევრების გამოფენა და გამოვლინდა საუკეთესო კალიგრაფიული ნაშრომის ავტორი.

რეფლექსია:

2019-20 სასწავლო წლის I სემესტრში შეიქმნა ქართული ენის წრე ,,ვისწავლოთ სწრაფი კითხვა" წრის წევრები არიან IV კლასის მოსწავლეები. წრის მუშაობის მიზანია განუვითაროს მოსწავლეებს სწრაფი კითხვის უნარ-ჩვევები. შეეძლოთ ტექსტის გააზრება, ლექსიკური მარაგის გამდიდრება.
ჩატარდა დისკუსიები წაკითხულის ირგვლივ. იმუშავეს გრამატიკულ მასალაზე.
წრე მუშაობას გააგრძელებს დეკემბრის თვეში. ბოლო შეხვედრაზე შეჯამდება შესწავლილი საკითხები. წრის მუშაობა ხელს შეუწყობს მოსწავლეთა გააქტიურებას და დაინტერესებას მხატვრული ნაწარმოებებით.

Комментариев нет:

Отправить комментарий